საძიგველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საძიგველი

საძიგველიჩამური, საცეხველი, საცეხვავი, ღომის, ქერისა და პურის გასაცეხვი და დასაფშვნელი მოწყობილობა.

ღომის გასაცეხვად უმეტესად მხოლოდ ფეხის საცეხველები გამოიყენებოდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა აჭარაში „საძიგველს” ეძახდა. ფეხის საცეხველები, როგორც რთული კომპლექსური იარაღი, საქართველოში წყლის საცეხველებთან შედარებით უფრო გავრცელებული იყო. ასეთ საძიგველს ქერისა და პურის გასაცეხვად, დასაწური − საბაქმაზე ხილის დასანაყად, ზოგ შემთხვევაში, სიმინდის დასაფშვნელადაც იყენებდნენ. ღომის ცეხვა და, საერთოდ, საცეხველზე მუშაობა ქალის საქმეს შეადგენდა.

გადმოცემით წარსულში სოფლებში იშვიათი იყო ოჯახი ანდა ერთი გვარის მონათესავე რამდენიმე ოჯახი, რომელსაც საძიგველი არ ჰქონოდა. გადმოცემის სისწორეს თითოეულ სოფელში ანდა ძველ ნამოსახლარებში შემორჩენილი სხვადასხვა სიდიდის მთლიანი საძიგველები თუ მათი ნაშთები ადასტურებს. მატერიალური კულტურის ამ მნიშვნელოვანმა ელემენტებმა „საძიგვლიანის” სახელწოდებით ასახვა მაჭახლის ხეობის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთის ტოპონიმიკაშიც ჰპოვა. ტერმინი ჩამური, უმთავრესად, ზემო აჭარაში იყო გავრცელებული. გვხვდებოდა სოფლის ანდა უბნის საერთო საკუთრებაში არსებული საცეხველებიც, რომლებსაც მეზობლები რიგრიგობით იყენებდნენ.



ლიტერატურა

ჯაჯანიძე, 1961; ნიჟარაძე, 1971:314; კახიძე, 1974:38;1990:79.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები