საცეკვაო მუსიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საცეკვაო მუსიკამუსიკა განკუთვნილი ცეკვების თანხლებისათვის. საცეკვაო მუსიკაში მკაფიოდ არის გამოხატული დამახასიათებელი რიტმი, და ყოველი ცეკვის სპეციფიკური ტემპი, რომლებიც განპირობებულია საცეკვაო მოძრაობების (პა) რიტმით, ტემპით და ხასიათით. საცეკვაო მუსიკა ძირითადად ინსტრუმენტულია. ხალხურ ყოფაში გავრცელებულია აგრეთვე ვოკალური, უპირატესად საგუნდო საცეკვაო მუსიკა ინსტრუმენტული თანხლებით ან მის გარეშე.

საცეკვაო მუსიკის რიტმებმა დიდი გავლენა იქონიეს კლასიკური სიმფონიის, სონატის და აგრეთვე ვოკალური ნაწარმოებების (საოპერო ფორმების ჩათვლით) მუსიკალური თემების ფორმირებაზე. საცეკვაო ჟანრს დიდი ადგილი უკავია მსუბუქ მუსიკაში, ჯაზში. ხალხური საცეკვაო მუსიკა სასიმღერო ფოლკლორთან ერთად ეროვნული სკოლების მუსიკალური შემოქმედების დაუშრეტელი წყაროა რიტმის, ინტონაციის და მუსიკალური ფორმის თვალსაზრისით.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები