საყოფაცხოვრებო ლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყოფაცხოვრებო ლექსი – ხალხური პოეტური ნაწარმოები, რომლის ასახვის ობიექტი ადამიანთა ყოფაცხოვრებაა. მის თემატიკას განეკუთვნება ოჯახი, ოჯახის წევრთა ურთიერთობა, სტუმარმასპინძლობა. საყოფაცხოვრებო პოეზია გარკვეული სოციალური ფუნქციის მქონეა. იგი რეალისტურად და მაღალმხატვრულად,: საზოგადოებრივი განვითარების ამა თუ იმ ეტაპის შესაბამისად. გვიჩვენებს ქართველი ხალხის ყოფაცხოვრების დამახასიათებელ მხარეებს. აქ განსაკუთრებით სტუმარმასპინძლობის თემაზე შექმნილი ლექსები გამოიყოფა.

ტრადიციული ხალხური ლექსის მიხედვით, სტუმარი მზის სინათლესთანაა გატოლებული: „შორით მოდიან სტუმრები, სინათლეს ჰგვანან მზისასაო“. შექებულია სტუმართმოყვარე მასპინძელიც გულად კაცთან შედარებით პურადს უპირატესობა ენიჭება.

არშის თავს ვეფხვი დავკოდე, სამჯერ საომრად მეტია.
პურადი კაცი მამაცზე სამის გაფრენით მეტია.

მავე ჟანრში ყურადღებას იქცევს სუფრული სიმღერები.

გ. შეთეკაური


ლიტერატურა

  • ა. შანიძე, ქართული ხალხური პოეზია, II, ხევსურული, ტფილისი, 1931, გვ. 015; 198-201;
  • შ. ასლანიშვილი, ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ, თბ., 1954, გვ. 241-243;
  • მ. ჩიქოვანი ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956, გვ. 321;
  • ხალხური სიბრძნე, ტ. IV, თბ., 1965, გვ. 384-441;
  • ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, II, თბ. 1968, გვ. 265-287;
  • გ. შეთეკაური სტუმარ-მასპინძლობის ასახეა ქართულ ხალხურ პოეზიაში, „მნათობი“, 1968, №7, გვ, 146-152.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები