საღებავი ლილვაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საღებავი ლილვაკი

საღებავი ლილვაკი – ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ლაქს-საღებავის დასატანად და თანაბარ გასანაწილებლად ნაკეთობის ზედაპირზე. კორპუსი მზადდება მაღალი სიმტკიცის პოლიეთილენის ან ალუმინის შენადნობებისაგან; საკისრები – პოლიეთილენის, ფოლადის ან ალუმინის შენადნობებისაგან; საგორავი გორგოლაჭების ზედაპირზე გადასაკრავად იყენებენ ბეწვიან ქსოვილებს (ლაქ-საღებავებისათვის) ან ქაფპოლიურეთანს (წყალზე დამზადებული საღებავებისათვის). პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება ლილვაკ-საცმები (გორგოლაჭები) დამზადებული პოლიამიდის (პერლონი, ნეილონი), პოლიაკრილის (კანეკარონი, მოდაკრილი, მერილი), პოლიესთერის, ველიურის (შალი და პოლიაკრილი), პოროლონის (მოლტოპრენი) და სხვ. მასალებისაგან. სტრუქტურული საღებავებისა და ბათქაშის ზედაპირისათვის წვრილმარცვლოვანი ფაქტურის მისაცემად გამოიყენება სტრუქტურული ლილვაკები; დეკორატიული ეფექტის მისაღებად – რელიეფური ლილვაკები; თაბაშირმუყაოს პერფორაციისთვის და ძველი შპალერის მოსაცილებლად – ნემსისებრზედაპირიანი ლილვაკები; იატაკის გაუმყარებელი ზედა ფენისგან ჰაერის მოსაცილებლად (დეაერაციისათვის) – ლილვაკები სხმული იატაკებისთვის.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები