საქონლის მიწოდების საბაზისო პირობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქონლის მიწოდების საბაზისო პირობები − (basis of deliveries), სპეციალური პირობები საგარეო-სავაჭრო გარიგებებისას, რომელიც განსაზღვრავს და ერთმანეთისაგან გამიჯნავს საქონლის გადაზიდვისას გამყიდველისა დამყიდველის ვალდებულებებს, ამასთან, ადგენს მიწოდების ვადებს და საქონლის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში გამყიდველისგან მყიდველზე რისკის გადასვლის მომენტს. საერთაშორისო სავაჭრო პალატამ (1953 და 1980 წწ.) შეიმუშავა და გამოუშვა საქონლის მიწოდების საბაზისო პირობების განმარტებითი კრებული – „ინკოტერმსი”. მასში მოცემულია 14 საბაზისო პირობის განმარტება. აქედან ყველაზე გავრცელებულია: „სიფ”-ი, „კაფ”-ი, „ფობ”-ი, „ფას”- ი, „ფრანკო-ქარხანა”, „ფრანკო-ვაგონი”, „მიწოდება საზღვრამდე”, „მიწოდება ბაჟის გადახდით”, „ფრანკო გადამზიდი” და ა.შ.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები