საქართველო-პოლონეთის შეთანხმება და ხელშეკრულებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველო-პოლონეთის შეთანხმება და ხელშეკრულებები

სარჩევი

შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ

დაიდო ქ. ვარშავაში 1996 წლის 12 დეკემბერს. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს თავდაცეის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი სტანისლავ დობჟანსკი. შეთანხმება მოიცავს 10 მუხლს. მხარეები ისწრაფვიან განავითარონ და განამტკიცონ სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოს სამხედრო ძალებსა და პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შორის და გამოხატავენ რწმენას, რომ მათ შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ურთიერთნდობის გაღრმავებას და ევროპასა და მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებას. თანამშრომლობის მიმართულებები მოიცავს: უშიშროებისა და თავდაცვის კონცეფციებს, შეიარაღებული ძალების მართვას და მათზე სამოქალაქო კონტროლს, ჯარების მატერიალურ-ტექნიკურ და ზურგის უზრუნველყოფას, საბრძოლო უზრუნველყოფას, შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას, სამხედრო კადრების მომზადებას, სამხედრო სამართალს, სამხედრო საქმის ისტორიას, სამხედრო მედიცინას, კულტურას, სპორტს, სანიტარიულ-საკურორტო მკურნალობას, დასვენებას და სხვა. თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ორმხრივი თანამშრომლობის ყოველწლიური გეგმები. წინამდებარე შეთანხმების დებულებების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, წარმოქმნილი ყოველი სადავო საკითხი წყდება დიპლომატიური გზით მესამე მხარის ჩარევის გარეშე. შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და იდება განუსაზღვრელი ვადით. შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს ორივე მხარის მიერ ნებისმიერ დროს, შეთანხმების მოქმედება წყდება ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ.

ხელშეკრულება ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის შესახებ

დაიდო ქ. ვარშავაში, 1992 წლის 29 აპრილს. ძალაშია 1994 წლის 13 აპრილიდან. ხელშეკრულება 11 კარს მოიცავს. მხარეები შეეცდებიან, შექმნან ხელსაყრელი პირობები თანასწორუფლებიანობის და ორმხრივი სარგებლიანობის პრინციპებზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობების ჰარმონიული განვითარებისათვის, მხარეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და თითოეული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ეკონომიკის ყველა სფეროში, კერძოდ: მანქანათმშენებლობის, გემთმშენებლობის, საფეიქრო მრეწველობის, სახალხო მოხმარების საქონლის წარმოების, კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის და აგრეთვე ეკონომიკის სხვა დარგებში, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს.

თანამშრომლობა განხორციელდება სავაჭრო და ტექნიკური წარმომადგენლების გაცვლის, შერეული საზოგადოებებისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის, საკონსულტაციო მომსახურების, ერთობლივი კვლევითი სამუშაოების, სავაჭრო-სამრეწველო გამოფენებისა და ბაზრობების ჩატარების გზით. მხარეები შექმნიან ერთობლივ ქართულ-პოლონურ კომისიას ამ ხელშეკრულების შესრულების განსახილველად. კომისია შეიკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ურთხელ წელიწადში, რიგ-რიგობით საქართველოს რესპუბლიკაში და პოლონეთის რესპუბლიკაში. ხელშეკრულება იდება განუსაზღვრელი ვადით. შეიძლება დარღვეულ იქნეს ნებისმიერი მხარის განცხადებით და ძალას კარგავს განცხადებიდან 6 თვის შემდეგ. ეს ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი მხარის წინადადების ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში.

ხელშეკრულება მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ

დაიდო თბილისში 1993 წლის 20 აპრილს. ხელშეკრულება შედგება 19 მუხლისაგას. მხარეები შეთანხმდნენ. განავითარონ სამთავრობო ორგანიზაციებს შორის შემდგომი კონტაქტები და შექმნან საპარლამენტთაშორისო მაგისთანებისათვის სასურველი პირობები, ასევე ჩაატარონ შეხვედრები სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა შორის. მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ, მათ შორის სავაჭრო კავშირს სახელმწიფო და კერძო საწარმოებსა და სხვა ეკონომიკურ სუბიექტებს შორის, ქალაქებს, რაიონებსა და სხვა ტერიტორიულ დანაყოფებს შორის პარტნიორულ თანამშრომლობას კულტურის, მეცნიერებისა და განათლების დარგში, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მხარეები ასევე ითანამშრომლებენ ტრანსპორტის ყველა სფეროში, ერთობლივი სატრანსპორტო და სატრანზიტო კომუნიკაციებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურების დასახვეწად, ასევე განახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს ტელესაკომუნიკაციო კავშირების, კერძოდ, სატელეფონო, სატელექსო და ინფორმაციის ელექტრონული გადაცემის სფეროს დასახვეწად. ამასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოები ცალკე ხელშეკრულებებს დადებენ მსოფლიო სტანდარტების დონეზე. მხარეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარული ჰიგიენის სფეროში, შრომის, დაზღვევისა და სოციალური დაცვის. ასევე ორგანიზებული დამნაშავეობის, ნარკოტიკებითა და იარაღით, აგრეთვე ხელოვნებათა ნაწარმოებებით არალეგალური ვაჭრობის და არალეგალური იმიგრაციის აღსაკვეთად. ხელშეკრულება იდება 10 წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5 წლით, თუ ერთი მხარე მეორეს არ აცნობებს ნოტიფიკაციის გზით.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები