სარკის წმინდა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარკის წმინდა გიორგიქართლში, არადეთის მინდვრებზე, ერთ კაცს გუთანი ება და მიწას ხნავდა. შუადღისას გუთნისდედამ ხარები აუშვა, თვითონ კი დაიძინა. ძილში ხმა ეუბნება: როცა ხვნას დაიწყებ, ამა და ამ ალაგას გუთანი მომედება და ხარები შეჩერდებიან. იქ გათხარე მიწა, ამომიღე, დამაკარი გუთანზე, შემიბი ერთი უღელი ხარი და გამიშვიო. გუთნისდედამ დაიწყო ხვნა. ნაჩვენებ ადგილას მართლაც წამოედო გუთანი ჯვარს და ხარები გაჩერდნენ. გუთნისდედა უჯავრდება და სცემს ხარებს, მაგრამ ხარები ადგილიდან არ იძვრიან. მაშინ გუთნის დედას მოაგონდა სიზმარი, ამოიღო ჯვარი, დააკრა გუთანზე და გაუშვა ხარები. ხარებმა ჯვარი ერთ დიდ ლამაზ ხის გულში შეიტანეს. გავიდა რამოდენიმე ხანი და ამ ტყეში მუშები ხეებს ათვალიერებენ მოსაჭრელად. მოეწონებათ ეს ხე და დაუწყებენ ჭრას. ორჯერ-სამჯერ მიაყენებენ წასაქცევად მაგრამ ორთავენი წაიქცევიან, ნაჭერი კი ისევ გამთელდება. ბოლოს ჯვარმა თქვა: რაკი არ ეშვებით, მოჭერით ბარემ, მაგრამ მე ისევ ამ ხეში მამყოფეთო. მაშინ კი მოჭრიან მუშები ხეს, გამოიღებენ ჯვარს და ჩაასვენებენ ისევ იმ ხის გულში. გაიგებენ ჯვარის ამბავს სხვებიც და იმ ალაგას ააშენებენ ეკლესიას, შუაში კი ხის ნაჭერს მოაქცევენ, რომელზეც ახლაც უდგას ჯვარს ფეხი. მას დღეს აქეთ დგას ეს ეკლესია, რომელსაც სარკის წმიდა გიორგის უწოდებენ. ალბათ იმიტომ, რომ იგი უდაბურ კლდოვან ტყის წვერზეა აშენებული და როგორც სარკეში, ისე ჩანს, გარეშემო სოფლებიდან.

ეკლესიის კარი მუდამ ღიაა, არასოდეს არ იკეტება, მაგრამ ხალხი ისეა დარწმუნებული ამ ჯვრის ძლიერებაში და სასწაულთქმედებაში, რომ უკანასკნელი ძაფის მოპარვასაც კი ვერავინ გაბედავს. (ერთ კაცს რაღაც მოეპარა და იქვე პირისახე უკან მოქცეოდა, მაგრამ ბევრმა ლოცვა-ვედრებამ გაუსწორა სახე).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები