სარიყიზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარიყიზ-ი (ნოღ. Сарыкыз: сары – „ყვითელი“, кыз – „ქალიშვილი“) – ნოღაური მითოლოგიის დემონური პერსონაჟი, ჯინების (йин) მბრძანებელი, ყვითელთმიანი ქალიშვილი. ცხოვრობს სასაფლაოზე. ხალხის რწმენით, თუ მთელ ღამეს სასაფლაოზე გაატარებ, შესაძლოა, სარიყიზი იხილო. ადამიანებთან ურთიერთობაში შემოდის, მაგრამ საშიში არსებაა, შეუძლია, მათ უკურნებელი სენი შეყაროს, ფსიქიურად დააავადოს. საკმარისია, სარიყიზს თმის ღერი ამოგლიჯო და თოკი (ქამარი) შემოარტყა, რომ დაიმორჩილო. ასეთ შემთხვევაში, იგი ავადმყოფს თავად განკურნავს.




ლიტერატურა

Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები