საოკეანო სტრატეგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საოკეანო სტრატეგია - ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 70-იანი წლების დამდეგს შემუშავდა; შეკავების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.

„საოკეანო სტრატეგია“-ის მთავარი მიზანი იყო ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური სამხედრო ინტერესების დაცვა მსოფლიოს ძირითად რეგიონებში სამხედრო-საზღვაო ძალების მეშვეობით. ამ მიზნის მისაღწევად იგეგმებოდა სტრატეგიული ბირთვული ძალების ძირითადი სიმძლავრის გადატანა კონტინენტიდან მსოფლიო ოკეანის სივრცეებზე. ასევე – ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავების წილის გადიდება ამ ძალების შემადგენლობაში, სამხედრო-საზღვაო ძლიერების გამოყენება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საგარეო-პოლიტიკური კურსის სამხედრო მხარდაჭერისთვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები