სან-ფრანცისკოს კონფერენცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სან-ფრანცისკოს კონფერენცია – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) დამფუძნებელი 50 სახელმწიფოს კონფერენცია.
მიმდინარეობდა 1945 წლის 25 აპრილიდან 26 ივნისამდე; მოიწვიეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, სსრ კავშირის და ჩინეთის სახელით გაეროს წესდების საბოლოო ტექსტის მომზადების თაობაზე ყირიმის კონფერენციის (1945) მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.