სანაღმე ტრალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანაღმე ტრალი (ინგლისური trawe – ტრალური ქსელი) – სპეციალური მოწყობილობა (საშუალება) ნაღმების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად.

სანაღმე ტრალი არის: სახომალდო, სავერტმფრენო (საავიაციო) და სატანკო; ნაღმებზე ზემოქმედების პრინციპის მიხედვით – საკონტაქტო და არასაკონტაქტო.

სახომალდო სანაღმე ტრალი შედგება:

  • ბორტისმიღმა ნაწილისაგან – ბუქსირი (კაბელ-ბუქსირი), საღრმავებელი, მტრალავი ნაწილები, სარინები, ტივტივები – საზღვრების მოსანიშნები და ტივტივების დამჭერები;
  • სახომალდო მოწყობილობისაგან – სატრალო ჯალამბრები, ამწე ძელები, ელექტროკვების და მართვის აპარატურა, სატელევიზიო აპარატურა და ა.შ.

განასხვავებენ ცალმაგ (ერთმხრივ და ორმხრივ) და დაწყვილებულ საკონტაქტო სანაღმე ტრალებს, რომელთა ბუქსირება ხდება შესაბამისად ერთი და ორი ხომალდით.

საკონტაქტო სანაღმე ტრალების ნაირსახეობაა ბადიანი, ფსკერის და ფსკერისპირა სანაღმე ტრალები.

არაკონტაქტური სანაღმე ტრალები შეიძლება იყოს აკუსტიკური, ელექტრომაგნიტური, ჰიდროდინამიკური და კომბინირებული (კომპლექსური). სახომალდო სანაღმე ტრალი გამოიყენება ნაღმების საძებნ-გამანადგურებლებთან ერთად.

სანაღმე ტრალები გაჩნდა XIX საუკუნის დასასრულს. სანაღმე ტრალების ტრანსპორტირება, დაყენება და ბუქსირება ხდება ვერტმფრენებით. არაკონტაქტურ საავიაციო სანაღმე ტრალს აყენებდნენ აგრეთვე სპეციალურ თვითმფრინავებზე. სატანკო-სანაღმო ტრალი წარმოადგენს ტანკის (სატანკო საწევარის) კიდულ მოწყობილობას, რომელიც განკუთვნილია ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების გადასალახავად. იყოფა საგორავიან (დაწოლის მოქმედებისა), დანისებრ და კომბინირებულ სანაღმე ტრალებად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები