სანაგირის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანაგირის მონასტერი

სანაგირის მონასტერი – (ინგლ. Sanagire Monastery), ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, X-XI საუკუნეების მონასტერი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ვაზისუბნის მახლობლად, ტყეში. მონასტრის ძირითადი ნაგებობებია: წმინდა გიორგის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა (X-XI სს.), მასზე მიდგმული ერთნავიანი ბაზილიკა (შუა საუკუნეები), სატრაპეზო (ნანგრევები) და გალავანი.

სამნავიანი ბაზილიკა ნაგებია აგურით, რიყისა და შირიმის ქვით. კომპლექსს აშკარად ეტყობა ბიზანტიური არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკის გავლენა. გადმოცემის მიხედვით სამონასტრო კომპლექსის ძირითადი ეკლესია მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ აგებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაზეა დაშენებული. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია გორგასლისეული გვირაბები და გალავნის ნაშთი. ინტერიერი თავდაპირველად მთლიანად მოხატული ყოფილა. მხოლოდ დასავლეთის კედელზეა შემორჩენილი იესოს და ღვთისმშობლის ფრესკები. დროთა განმავლობაში ეკლესია საკმაოდ დაზიანდა. განადგურდა სატრაპეზო, გალავანისა და მოხატულობის დიდი ნაწილი. ამჟამად ეკლესია რესტავრირებულია ავთენტურობის სრული შენარჩუნებით. მიშენებული ერთნავიანი ეკლესია ორგანულადაა შერწყმული მთავარ ტაძართან.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები