სამხედრო ხომალდის იმუნიტეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო ხომალდის (საფრენი აპარატის) იმუნიტეტი – იმ უფლებების და პრივილეგიების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამხედრო ხომალდის (საფრენი აპარატის) ხელშეუხებლობას მისი ადგილსამყოფლის და კუთვნილების მიუხედავად. გამომდინარეობს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპიდან. იმუნიტეტი არ ათავისუფლებს სამხედრო ხომალდს (საფრენ აპარატს) მოვალეობისგან, დაიცვას ზღვისპირა სახელმწიფოში არსებული კანონები ნაოსნობის (ფრენის) შესახებ და საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლებიც უცხოეთის ხომალდებთან და ხელისუფლებასთან ურთიერთობებს არეგულირებენ.