სამხედრო ოსტატობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო ოსტატობა - სამხედრო მოსამსახურეების, ქვედანაყოფების და ნაწილების (ხომალდების) მაღალი პროფესიული და სპეციალური მომზადება საბრძოლო ამოცანების და სამხედრო სამსახურის შესასრულებლად. წარმოადგენს შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალის და საბრძოლო მზადყოფნის შემადგენელ მნიშვნელოვან ნაწილს. შინაარსით განასხვავებენ სამხედრო მოსამსახურეების ინდივიდუალური და კოლექტიური მოქმედებების სამხედრო ოსტატობას.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017