სამშენებლო ხსნარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამშენებლო ხსნარი

სამშენებლო ხსნარი − ხსნარი შემკვრელი ნივთიერების, წყლისა და შემავსებლისაგან, რომელიც დროთა განმავლობაში იქცევა ხელოვნურ ქვად. გამოიყენება ქვის (აგურის) წყობის მონოლითურობის უზრუნველსაყოფად, კედლების მოსაბათქაშებლად, სამშენებლო დეტალების ურთიერთდასაკავშირებლად, იატაკის მოჭიმვების მოსაწყობად და სხვ.

სამშენებლო ხსნარის კლასიფიკაცია შემდეგია:
გამოყენების მიხედვით – გარე და შიდა სამუშაოებისათვის;
ფუნქციონალური დანიშნულების მიხედვით – აგურის წყობის, სამონტაჟო, მოსაპირკეთებელი, საბათქაშე, საფითხნი, საიზოლაციო, სპეციალური, ცეცხლ-, რენტგენო-, კოროზია- და რადიაციულ-დამცავი, სარესტავრაციო, ტამპონაჟური, ჰიდროსაიზოლაციო, აკუსტიკური, ცეცხლმედეგი, მხურვალმედეგი;
შემკვრელის მიხედვით – მარტივი (შედგება მარტო შემკვრელისა და შემავსებლისაგან) და რთული (ემატება დანამატები);
შემკრავის სახეობის მიხედვით – ცემენტიანი, თაბაშირიანი, კირიანი, მაგნეზიური, პოლიმერული, შერეული;
შემავსებლის სისხოს მიხედვით – მსხვილმარცვლოვანი (5 მმ), წვრილმარცვლოვანი (1,25 მმ) და თხელდისპერსიული (0,2 მმ);
გამყარებული მასის სიმკვრივის მიხედვით – მძიმე და მსუბუქი;
დატანის მეთოდის მიხედვით – მექანიზებული დატანით და ხელით დატანით.

სამშენებლო მშრალი ხსნარი

მშრალი დოზირებული კომპონენტების (შემავსებელი, შემკრავი, დანამატები) გამზადებული ნარევი, რომელიც წყლის დამატებით გამოიყენება სამშენებლო საქმეში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები