სამტრედე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამტრედე ბადენ-ბადენის პარკში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

სამტრედე (სამერცხლე) – შენობის სახურავზე, ბოძზე ან მიწაზე განთავსებული მინიატურული ხის ნაგებობა ან ქვის, ალიზის, აგურის კოშკი მტრედების (ან სხვა გარეული ფრინველების) საბუდებლად. ცნობილია ირანის ისლამური რესპუბლიკისა და ეგვიპტის ტერიტორიაზე აგებული სამტრედეები კოშკების სახით. ირანელები და ეგვიპტელები მტრედებს იშინაურებდნენ არა იმიტომ, რომ მათი ხორცით ეკვებათ, არამედ იმიტომ, რომ ისლამურ რელიგიაში განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ მშვიდობის სიმბოლოდ აღიარებულ ამ უნიკალურ ფრინველს. გარდა ამისა, მტრედის ექსკრემენტებით ადგილობრივი მოსახლეობა ანოყოფიერებდა მიწას. აღსანიშნავია ის, რომ ქ. ისპაჰანში (ირანის ისლამური რესპუბლიკა) მტრედებისათვის აგებული იქნა დაახლოებით 3000 კოშკი, რომელთაგან დღემდე სამასია შემორჩენილი. თითოეულ ასეთ კოშკში 14 ათასამდე მტრედის ბუდე იყო მოწყობილი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები