სამასრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამასრე

სამასრე (საკვესი, ქირუბი (ქართ.) საკფაიები (კახ.), საქილე (იმერ.), გულთათები (გურ.) - ჩოხის გულისპირზე დაკერებული რამდენიმე ნაწილიანი მასრების ჩასაწყობი ჯიბე. ჯიბის ნაწილთა რაოდენობა სხვადასხვა იყო. ამას აპირობებდა როგორც შიგ ჩასაწყობ მასრათა რაოდენობა, აგრეთვე ჩოხის ფორმაც.

ძველებურ ჩოხებზე მასრათა რაოდენობა არცთუ ისე დიდი იყო, შემდგომში ჩერქეზული ტიპის ჩოხაზე მათი რიცხვი 20-მდეც ადიოდა, ყარაჩოღულ ჩოხაზე კი ამ საჯიბეს მხოლოდ დეკორატიული მნიშვნელობა ჰქონდა და სხვათაგან განსხვავებით ცერადაც იყო მიკერებული. ძველად სამასრეს გარშემო შემოაკერებდნენ ჭრელად მოქსოვილ ზონარს - ჩაფარიშის მერე კი ყაითანს. ზოგჯერ მათ ნაცვლად სირმასაც იყენებდნენ.




ლიტერატურა

მსშხი, ტ. III, ნაწ. I, 1983. ც.ბ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები