სალსკური ცხვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Saskuricxvari.PNG

სალსკური ცხვარი - ცხვრის ჯიში. გამოყვანილია როსტოვის ოლქის სალსკის სტეპებში, ე. წ. მაზაევისა და ახალკავკასიური ტიპების ადგილობრივი მერინოსების შეჯვარებით რამბულიეს ჯიშის ყოჩებთან. ამ შეჯვარების მიზანი იყო ადგილობრივი მერინოსების ტანადობის გადიდება, კონსტიტუციის გამაგრება, ამასთანავე, იმ დადებითი ნიშანთვისებების შენარჩუნება, რაც მათ ახასიათებდათ. სახელდობრ, მატყლის სიგრძე, სიმაგრე, ელასტიურობა. ამიტომ რამბულიეს ჯიშის ყოჩებს შეჯვარებისათვის ფართოდ არ იყენებდნენ, სამაგიეროდ დიდ ყურადღებას აქცევდნენ ადგილობრივ ფარაში საუკეთესო ცხოველების გადარჩევას, შერჩევასა და მოვლა-შენახვის პირობების გაუმჯობესებას. 20 წლის მუშაობის შედეგად მიიღეს ცხოველების ჯგუფი, რომელიც სჭარბობდა თავისი პროდუქტიულობით და სათანადო ნიშანთვისებებს მტკიცედ გადასცემდა შთამომავლობას.

სალსკური ჯიში შედარებით დიდი ტანადობით ხასიათდება. ნერბების ცოცხალი წონა 58 -59 კილოგრამია, ყოჩებისა- 90-100 კილოგრამი; საუკეთესო ნერბების წონა 80 კილოგრამს აღწევს, ყოჩებისა კი 130 კილოგრამს. კონსტიტუცია მაგარი აქვს, კისერზე აქვს კანის დამახასიათებელი ნაოჭები, რომლებიც სხეულზე არ გვხვდება. მატყლი ნაზია, უმთავრესად, 64 ხარისხისა, გამოთანაბრებული, სიგრძით 1,0-8,5 სანტიმეტრი. ნერბების კანძის წონა 6,5-7,0 კილოგრამია, ყოჩებისა 10,0-11,0 კილოგრამი. საუკეთესო ყოჩები 17 კილოგრამამდე მატყლს იპარსავენ, სუფთა მატყლის გამოსავალი 42 - 44°/გ-ს აღწევს. ამ ჯიშის ცხოველები კარგად არიან შეგუებული გვალვიანი სტეპის პირობებს და კარგ შედეგს იძლევიან ჩრდილო კავკასიაში ადგილობრივი მერინოსების გასაუმჯობესებლად შეჯვარების დროს.

წყარო

მეცხვარეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები