მერინოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Merinosi.PNG

მერინოსი - ცხვრის ჯიში, რომელიც მრავალგან არის გავრცელებული. განასხვავებენ, უმთავრესად, ორ ტიპს: სამატყლო და სამატყლო მეხორცული, სამატყლო ტიპი გავრცელებულია, უმთავრესად, გვალვიან რაიონებში, სადაც კვების პირობები ნაკლებ ხელსაყრელია. ყველაზე დიდი პროდუქტიულობით ხასიათდება ეს ტიპი ჩრდილო კავკასიაში და ქვედა პოვოლოჟიეში; უფრო ნაკლები პროდუქტიულობა ახასიათებს იმ სულადობას, რომელიც ყაზახეთში, ყირგიზეთში ბურიატ-მონღოლეთში, ჩიტას და ირკუტსკის ოლქებში გავრცელებული. ნერბების ცოცხალი წონა 40 – 50 კილოგრამია, ყოჩებისა — 60-80 კილოგრამი.

საუკეთესო ეგზემპლარები 104-დან 112-მდე კილოგრამს იწონიან. მეხორცულობა თვალსაჩინო არა აქვს. ცხოველებს ნაზი კანი აქვთ, კისერზე 1-2 ნაოჭი (ამ ნაოჭებს „ფეშტამლებს“ ან „წინსაფარებს“ უწოდებენ) აქვთ ხოლმე და აგრეთვე განივი 1 ნაოჭი. ნერბების კანძის წონა (ჩრდილო კავკასიაში) 5,0-6,5 კილოგრამია, ყოჩებისა 10,0-12,0 კილოგრამი, სუფთა მატყლის გამოსავალი –36-380/3-ია. მაშასადამე, ერთი ნერბი 1,8-2,4 კილოგრამ სუფთა მატყლს იძლევა. ყაზახეთში, ყირგიზეთში და სხვაგან ნერბის კანძის წონა 3,5—5,0 კილოგრამს შორის მერყეობს, ყოჩებისა 6,0-9,0 კილოგრამს შორის, სუფთა მატყლის გამოსავალი კი 38 - 40°/-ს აღ. წევს, რაც ერთი ნერბისათვის 1,3—2,0 კილოგრამ სუფთა მატყლს უდრის. მატყლი ნაზია, უმთავრესად, 64 ხარისხისა (ბრადფორდით), მაგარია, სიგრძით 7,0-8,5 სანტიმეტრი. ამ ტიპის მერინოსს ცხიმოფლი უფრო მეტი აქვს, ვიდრე სამატყლო-მეხორცულ ტიპს.

მერინოსის სამატყლო-მეხორცული ტიპი წარმოქმნილია ადგილობრივი სამატყლო მერინოსების გაუმჯობესებით, რაშიც მონაწილეობდნენ კავკასიური, ასკანიური, ალტაური და სხვა ჯიშების ყოჩები. ამ ტიპის ცხოველებს დიდი ცოცხალი წონა ახასიათებთ, მაგარი კონსტიტუცია. კანძის დიდი წონისა და მატყლის თვისებებით გამაუმჯობესებელ სხვა ჯიშებს უახლოვდებიან, მერინოსის სამატყლო-მეხორცული ტიპის საუკეთესო ფარები ჰყავთ ჩრდილო კავკასიაში.


წყარო

მეცხვარეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები