სალომიის ლომისის საყდარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სალომიის ლომისის საყდარი - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეს სამხრეთ-დასავლეთით, ნამოსახლარ გორაზე, სალომიასწყლის მარჯვენა მხარეს. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია ძლიერ დაზიანებულია, გადარჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი საკურთხევლით. ეკლესიის მახლობლად არის ნასოფლარი, რომელზედაც შემორჩენილია ბაზალტის ზეთსახდელები - გელაზები. გადმოცემით აქ ლომისობა იმართებოდა.