სალმანასარ III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სალმანასარ III, ქალაქ ქურხის სტელა

სალმანასარ III – („ღვთაებისადმი მიძღვნილი საუკეთესო საჩუქარი“, ძვ. წ. 858-824), ასურეთის რიგით 102-ე მეფე, ასურნასირფალ II-ის ძე.

მამის მსგავსად, სალმანასარ III-მ ილაშქრა ხმელთაშუა ზღვამდე და ამის აღსანიშნავად ფინიკიაში კლდეზე ამოაკვეთინა თავისი გამოსახულება. წარმატებული ლაშქრობები განახორციელა ურარტუსა (ძვ. წ. 859 და 856) და კილიკიაში. მდინარე ევფრატის სათავეებთან. ურარტუელთა დამარცხების შემდეგ სალმანასარ III-ს ძღვენით ეახლა დიაუსის (ასურული წყაროების დაიაენის) მეფე ასია და მორჩილება აღუთქვა მას. ბაბილონის სამეფო ფაქტობრივად ასურეთის ვასალი გახდა. სალმანასარ III თავის წარწერებში ხაზს უსვამს იმ გარემოებას.
შავი ობელისკი
რომ იგი თაყვანს სცემს უქადის წმინდა ქალაქებს და ტაძრებს. მისი პოლიტიკა მიმართული იყო ასურეთის ჰეგემონობით მთელი მესოპოტამიის გაერთიანებისაკენ. მეფობის ბოლო წლებში მის წინააღმდეგ მოეწყო აჯანყება. რომლის ჩასახშობად სალმანასარ III-ს დასჭირდა 2 წელი. იგი იძულებული იყო, დროებით ეღიარებინა ბაბილონის დამოუკიდებლობა და დაებრუნებინა მისთვის მიტაცებული მიწები. სალმანასარ III-მ შეძლო დაებრუნებინა დაკარგული პოზიციები, თუმცა აღმოსავლეთი სირია საბოლოოდ დაკარგა.

სალმანასარ III თავის თავს უწოდებდა „სამყაროს ოთხივე მხარის მეფეს“. გარდაიცვალა თავის რეზიდენციაში, ქ. ქალხუში. მისი ეპოქის ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატებია შავი ობელისკი და ბალავატის (იმგურ-ენლილი) ბრინჯაოს ჭიშკარი.

ასურეთის სახელმწიფო დაყოფილ იქნა 26 პროვინციად, რომლებსაც სათავეში ედგნენ მეფის ნაცვლები (ლიმუ). შეიარაღებული ძალების რაოდენობამ მიაღწია 120000 მეომარს. სალმანასარ III-ის პირველი 7 წლის მეფობაზე მოგვითხრობს ქ. ქურხაში აღმოჩენილი და ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ე.წ. მონოლითი.



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები