საინჟინრო დაზვერვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საინჟინრო დაზვერვა – იმ ღონისძიებების კომპლექსი, რომლებიც ხორციელდება მოწინააღმდეგის ადგილმდებარეობის და საინჟინრო მოწყობის, საინჟინრო ჯარების მდგომარეობის და შესაძლებლობების შესახებ მონაცემების მოპოვების მიზნით; დაზვერვის სახეობა.

საინჟინრო დაზვერვა ავლენს მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული პოზიციების და რაიონების საინჟინრო მოწყობის ხასიათს და დონეს, მისი ღობურების სისტემას, ადგილმდებარეობის გამავლობას, საგზაო ქსლის და ხიდების მდგომარეობას, ნგრევის, ხერგილების, ხანძრების და დატბორვის რაიონებს, წყლის დაბრკოლებების ხასიათს და მათი ფორსირების პირობებს, ასევე – ადგილმდებარეობის შემნიღბავ და დამცავ თვისებებს, წყალმომარაგების წყაროებს, ადგილობრივი მასალებისა და იმ საშუალებების არსებობას, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ საინჟინრო უზრუნველყოფის ინტერესებისათვის და ა.შ.

საინჟინრო დაზვერვას აწარმოებენ საინჟინრო ჯარების ქვედანაყოფები როგორც დამოუკიდებლად (საინჟინრო სათვალთვალო საგუშაგოები, სადაზვერვო მზირნი, ჯგუფები), ისე ჯარების სხვა გვარეობების სადაზვერვო ორგანოების შემადგენლობაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები