სათახვის ტბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სათახვის ტბა, ყარაგელის ტბა – ტბა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარზმის სამხრეთაღ მოსავლეთით, ზღვის დონიდან 1896 მ სიმაღლეზე. დღეს იგი თითქმის დამშრალია და მას სათიბად იყენებენ. აქვეა ნასოფლარი თახვირიც. საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკებზე ყარაგელის სახელითაა აღნიშნული. თუმცა მისი ძველი სახელი სათახვის ტბაა. სახელწოდება უკავშირდება წარსულში აქ თახვის გავრცელებას. „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში” ვკითხულობთ: „ესე არს ტბაი მრღვიე ყოლადვე, რომელსა ეწოდების სათახვე და არს ამას შინა სიმრავლე თახვთა და სხვათა ნადირთა”. ბრაკონიერული ნადირობის გამო ამჟამად თახვი – ეს ძვირფასბეწვიანი მღრღნელი ცხოველი, აქ აღარ გვხვდება.