სავალუტო შეზღუდვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სავალუტო შეზღუდვა - (exchange restrictions), სახელმწიფოს მიერ საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული გზით სავალუტო ოპერაციების შეზღუდვის მიზნით გატარებულ ღონისძიებათა სისტემა, გამოიყენება საგადასახდელო ბალანსის გაწონასწორების, ქვეყნის ვალუტის კურსის დაცვისა და სავალუტო რესურსების კონცენტრაციისათვის. ითვალისწინებს:

ოქროს, ფულადი ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების საზღვარგარეთ გატანას, გზავნილებისა და ფულადი გადასახადების რეგულირებას;
უცხოური ვალუტის თავისუფლად ყიდვა-გაყიდვის აკრძალვას;
უცხოური ვალუტის აუცილებლად ჩაბარებას ცენტრალურ ბანკში და გაცვლას ეროვნულ ვალუტაზე ოფიციალური კურსით.

სავალუტო შეზღუდვა სავალუტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რომელიც პასიურს ხდის საგადასახდელო ბალანსს და იწვევს ოქროს რეზერვების შემცირებას. ამ დროს უცხოური ვალუტით ჩასატარებელი ოპერაციები თავს იყრის ცენტრალურ ბანკში. უცხოური ვალუტით გამოხატული სატელეგრაფო გზავნილები, ჩეკები, თამასუქები, საგადასახადო ვალდებულებები ამ ბანკის მეშვეობით იყიდება.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები