საერთაშორისო ვაჭრობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საერთაშორისო ვაჭრობა - (international trade), საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა ქვეყნებს შორის. საერთაშორისო ანუ საგარეო ვაჭრობა, საშინაო ვაჭრობისაგან განსხვავებით, გულისხმობს სხვადასხვა ვალუტის გამოყენებას და რეგულირდება ტარიფების, კვოტების და სავალუტო კონტროლის მეშვეობით. საერთაშორისო ვაჭრობის არსებობას განაპირობებს ქვეყნებს შორის ხარჯებში განსხვავება და განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების არარსებობა ზოგიერთ ქვეყანაში. შეფარდებითი უპირატესობის თეორიიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში ეს განსხვავება არის არა აბსოლუტური, არამედ შეფარდებითი უპირატესობის გამომხატველი.