კვოტა (ეკონომიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვოტა - (quota) [<ლათ. quotu წილი]
- ნაწილი, წილი, ნორმა, პაი; საგადასახადო კვოტა - დაბეგვრის განსაზღვრული ერთეულიდან აკრეფილი გადასახადის სიდიდე;
- წარმოებასა და გასაღებაში წილი, დადგენილი საკარტელო შეთანხმების ფარგლებში მისი თითოეული მონაწილისათვის.
იმპორტული კვოტები გამოიყენება საქონლის საზღვარგარეთ შეძენის შესაზღუდად, ხოლო საექსპორტო კვოტები - ნედლეულის მწარმოებელი ქვეყნების საექსპორტო შემოსავლის სტაბილიზაციისა და მიწოდების შეზღუდვისათვის ფასების შენარჩუნების მიზნით.