საეკლესიო ზარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Saeklesio zari.gif

საეკლესიო ზარი - ქრისტიანული ტაძარი წარმოუდგენელია ზარის გარეშე. ჯერ კიდევ ქრისტეს განკაცებამდე ებრაელები ღმრთისმსახურების დაწყებას საყვირით ამცნობდნენ ერთმანეთს და სალოცავ კარავში იკრიბებოდნენ. საყვირს ხმარობდნენ იერუსალიმის ტაძარშიც. პირველ ქრისტიანებსაც უნდა ჰქონოდათ ეს წესი, მაგრამ რადგან დევნიდნენ, მალულად იკრიბებოდნენ ღმრთისმსახურებაზე და ამ წესს ვერ იყენებდნენ. ისინი, რომელიმე მორწმუნის მეშვეობით აგებინებდნენ ერთმანეთს ლიტურგიის დაწყების დროს. შემდგომ, როცა ქრისტიანობა გაძლიერდა, ფიცრის სარეკელას (ანუ ძელის ზარს) იყენებდნენ: რკალისებრ სპილენძს ურტყამდნენ ფიცრის ნაჭერს და მლოცველნი ამ ხმაზე იკრიბებოდნენ ტაძარში. სპილენძის და ფიცრის ჩამოსაკიდებლად აგებდნენ გადახურულ კოშკებს. აქედან უნდა იღებდეს სათავეს სამრეკლოების შენება.

კონსტანტინე დიდის დროს დაიწყეს ბუკების ხმარებაც, რის ტრადიციაც მეოცე საუკუნის ოციან წლებამდე შემორჩა. ძელზე კვრა და ბუკის ახმიანება ზარების შემოღების შემდეგაც არ შეწყვეტილა. მაგალითად, ცნობილია, რომ ჩვენში, ილორში (ოჩამჩირის რაიონი) ღმრთისმსახურების დაწყებამდე ჯერ ძელსა ჰკრავდნენ, ხოლო საუფლო დღესასწაულებზე ბუკსაც აახმოვანებდნენ ხოლმე. აქედან ჩანს, რომ ხალხი და სამღვდელოება დიდ პატივს სცემდა ძელის კვრასა და ბუკის ახმიანებას, როგორც პირველ ქრისტიანთა ჩვეულებას. ზარების ხმარება ეკლესიებში შემოიღეს მეოთხე საუკუნეში. მის დამკვიდრებას ეკლესია იტალიელ ეპისკოპოსს -წმიდა პავლეს - მიაწერს.

წმიდა პავლეს აწუხებდა ზარის ფორმისა და ზომის საკითხი. ერთხელ თავისი სამწყსოს მოლოცვისას ერთგან იხილა ყვავილები, რომელთა მოყვანილობაც მოეწონა და გადაწყვიტა, ზარებიც მათი მსგავსი დაემზადებინა.




წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები