ზარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზარი - ლითონის სარეკი. ძირითადად ცილინდრული ფორმისა, რომელსაც აქვს ენა. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოკვეთა ქრისტიანობამ, როგორც ცნობილია, მკვდრეთით აღდგომის იდეა ქრისტინაული მორალის ქვაკუთხედს წარმოადგენს. იგია რწმენის ძირითადი საყრდენი, რომელსაც მოელის მორწმუნე თავის დროზე. ამ აუცილებელი აქტის მაუწყებელი გახდება ზარი, მან უნდა მისცეს ნიშანი სიკვდილისგან დახსნისა და მარადიული არსებობისა. ზარი წარმოადგენს ყველა საეკლესიო დღეების, დღესასწაულებისა და სალიტურგიო წესთმსახურების შესრულების აუცილებელ ატრიბუტს. შუა საუკუნეებში ზარისთვის გაჩნდა საგანგებო შენობა - სამრეკლო.