საბრძოლო ჯგუფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო ჯგუფი - საშტატო ან დროებითი სამხედრო ფორმირება, რომელიც განკუთვნილია საბრძოლო ამოცანის შესრულებისათვის.

პირველად შეიქმნა 1917 წელს გერმანიის და საფრანგეთის არმიების ქვეითი ჯარის ოცეულებში. I მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყველაზე დაბალი ტაქტიკური ერთეული. შედგებოდა მეტყვიამფრქვევეების და მსროლელების ათეულის ან რგოლისგან (10-20 ადამიანი და ერთი ხელის ტყვიამფრქვევით).

XX საუკუნის 30-იან წლებში ბევრ არმიაში საბრძოლო ჯგუფი გაუქმდა და ყველაზე დაბალ ქვედანაყოფად იქცა ათეული.

1957-58 წლებში აშშ-ისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის არმიაში საბრძოლო ჯგუფი შეიყვანეს ქვეით და საჰაერო სადესანტო დივიზიებში პოლკების ნაცვლად (გაუქმდა 1962 წელს). ამჟამად საბრძოლო ჯგუფები არის კანადის, ფილიპინების ჯარებში, არგენტინის საზღვაო ქვეით ჯარში.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები