საბრძოლო წყობა სამხედრო-საზღვაო ძალებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო წყობა სამხედრო-საზღვაო ძალებში – შენაერთის (ნაწილის) დაწყობა ბრძოლის წარმოებისათვის. XVII საუკუნის დამდეგამდე, ნიჩბიანი ფლოტის პერიოდში, შედგებოდა მთავარი ძალებისა და რეზერვისაგან, რომლებიც გამოიყენებოდა ფრონტის ან ფლანგებწამოწეული ნახევარწრის მწყობრში. იალქნიანი ხომალდებისა და არტილერიის სრულყოფასთან ერთად XVII საუკუნეში გაჩნდა სახაზო საბრძოლო წყობა, რომელიც გაბატონებული იყო XVIII საუკუნის ბოლომდე.

II მსოფლიო ომში ფლოტის საბრძოლო წყობა შედგებოდა სხვადასხვა (დამრტყმელი და უზრუნველმყოფი) ჯგუფებისაგან, აგრეთვე საჰაერო თავდაცვისა და წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებისაგან. ამ დროს ფლოტის საბრძოლო წყობაში გაჩნდა საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფები. XX საუკუნის ბოლოს სახომალდო ნაწილების და შენაერთების საბრძოლო წყობა მოიცავდა ხომალდების ერთ ან რამდენიმე დამრტყმელ (საძიებო-დამრტყმელ) ჯგუფს მათი საბრძოლო დაცვით და უზრუნველყოფის ჯგუფებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები