საბრძოლო მომზადების გეგმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო მომზადების გეგმა – სამსახურებრივი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მართვის ორგანოების მომზადების, ქვედანაყოფების, ნაწილების და შენაერთების შერწყმის, პირადი შემადგენლობის სწავლების და აღზრდის, სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებები. მუშავდება ბრძანებების, დირექტივების, შეიარაღებული ძალების სახეობების, გაერთიანებების სარდლების მითითებათა საფუძველზე. საბრძოლო მომზადების გეგმები მუშავდება შენაერთებსა და ნაწილებში სასწავლო წლისთვის, ბატალიონში, დივიზიონში და მათთან გათანაბრებულ ქვედანაყოფებში – სასწავლო პერიოდისთვის. მათი დაზუსტება ხდება ყოველთვიურად ძირითადი ღონისძიებების გეგმით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები