საბაზისო ფასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბაზისო ფასი – base price,

  1. ფასი, რომელიც, გამოიყენება ბაზისად ეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშებისას საერთაშორისო ვაჭრობაში. საფუძვლად უდევს საერთაშორისო ვაჭრობაში (საექსპორტო და საიმპორტო) ფასების განსაზღვრას მთელ საქონელსა და მის ცალკეულ ჯგუფებზე;
  2. ნაწარმის ფასი გარკვეული ფიქსირებული პარამეტრებით, რომელიც გამოიყენება ნიმუშად მოცემული პროდუქციის საგარეო ვაჭრობის ფასის განსაზღვრისას;
  3. მსოფლიო სასაქონლო ბაზარის ფასი, რომელიც ამოსავალია საკონტრაქტო ფასების განსაზღვრაში. მხარეები ითვალისწინებენ აგრეთვე საბაზისო ხარისხიდან დასაშვებ გადახრებს და ამიტომ ათანხმებენ არა მხოლოდ საბაზისო ფასის სიდიდეს, არამედ ფასზე წანამატისა და ფასდაკლების ოდენობას ხარისხის ამაღლების ან დაცემის შემთხვევაში, შესაბამისად წოდებულს ბონიფიკაციად და რეფაქციად.





წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები