საარტილერიო გასროლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საარტილერიო გასროლა – საბრძოლო მასალა საარტილერიო ქვემეხის გასროლისათვის. ერთი გასროლისათვის საჭირო ელემენტების კომპლექტი: ამფეთქიანი საარტილერიო ჭურვი; სატყორცნი მუხტი დამხმარე დანამატებით (ფლეგმატიზატორით, ალსაქრობით და სხვა) და მაინიცირებელი საშუალებით, რომელიც მოთავსებულია მასრაში ან მუხტის კარტუზში.

გატენის ხერხების მიხედვით განასხვავებენ შემდეგ საარტილერიო გასროლებს:

  • უნიტარული გატენის – ჭურვი, სატყორცნი მუხტი და მაინიცირებელი საშუალება გაერთიანებულია ერთ მთელად (გამოიყენება საშუალო და მცირე კალიბრის ზარბაზნებში, რომლებიც ერთი მოქმედებით იტენება; მცირეკალიბრიან გასროლას აგრეთვე ეწოდება საარტილერიო ვაზნა);
  • ცალკე – მასრული გატენის – მასრა სატყორცნი მუხტით და მაინიცირებელი საშუალებით არ არის შეერთებული ჭურვთან (გამოიყენება უმთავრესად საშუალო კალიბრის ქვემეხებში, რომლებიც ორი მოქმედებით იტენება); კარტუზული გატენის – ჭურვი, სატყორცნი მუხტი კარტუზში და მაინიცირებელი საშუალება. ისინი არ არან შეერთებული ერთმანეთთან (გამოიყენება საშუალო და მსხვილი კალიბრის ქვემეხებში, რომლებიც სამი მოქმედებით იტენება).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები