საავიაციო ტექნიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საავიაციო ტექნიკა – ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც საავიაციო ფორმირებების შეიარაღებაშია და განკუთვნილია საბრძოლო, სატრანსპორტო, სასწავლო და სხვა ამოცანების შესასრულებლად. მოიცავს: აეროსტატულ (საჰაერო-სანაოსნო) და აეროდინამიკურ საფრენ აპარატებს; საშუალებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ტექნიკის გამოყენებას, ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს, მის მართვას; სასწავლო-საწვრთნელ საშუალებებს. ზოგჯერ ეს ტერმინი იხმარება ვიწრო მნიშვნელობით – საავიაციო საფრენი აპარატების ერთობლიობა მათი მოწყობილობით და შეიარაღებით.