რუსეთ-ავსტრია-საფრანგეთის ომი 1805
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რუსეთ-ავსტრია-საფრანგეთის ომი 1805 - ომი მესამე ანტიფრანგულ კოალიციასა და საფრანგეთს შორის ნაპოლეონის ომების დროს.
ნაპოლეონმა თავისი მთავარი ძალები (220 ათ. კაცი) დაძრა და ულმთან ბრძოლაში დაამარცხა ავსტრიის 80-ათასიანი არმია. შემდეგ შეუტია რუსეთის არმიას (50 ათ. კაცი, მ. კუტუზოვი). კუტუზოვმა მარშ-მანევრით უკან დაიხია და შეუერთდა ფ. ბუკსგევდენის რუსულ კორპუსს (30 ათ. კაცი), მაგრამ აუსტერლიცის ბრძოლაში დამარცხდა. ამის შემდეგ კოალიცია დაიშალა: ავსტრიამ ხელი მოაწერა სეპარატულ ზავს, კუტუზოვის არმია კი რუსეთში გაიყვანეს.