რუმინეთ-თურქეთის ხელშეკრულება 1933

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუმინეთ-თურქეთის ხელშეკრულება 1933 – (მეგობრობის, არბიტრაჟის, თავდაუსხმელობისა და შემრიგებლური პროცედურის შესახებ), დაიდო ანკარაში 17.X. ხელი მოაწერეს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიტულესკუმ და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თევფიქ რუშთუ-ბეიმ (არასი) 10 წლის ვადით.

რუმინეთ-თურქეთის ხელშეკრულება არის ერთ-ერთი იმ ხელშეკრულებათაგანი, რომლებმაც მოამზადეს ბალკანეთის ანტანტის შექმნა. რუმინეთ-თურქეთის ხელშეკრულება აცხადებდა „ურღვევ მშვიდობას, გულწრფელსა და სამუდამო მეგობრობას“ ორივე სახელმწიფოს შორის. ორივე მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებდა ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობდა ბრიან-კელოგის პაქტიდან 1928 და ლონდონის კონვენციიდან აგრესორის გამოვლენის შესახებ; წინასწარ გმობდა ყველანაირ თავდასხმას ან მასში თანამონაწილეობას მოლაპარაკებაში მონაწილე ნებისმიერი მხარის წინააღმდეგ. რუმინეთი და თურქეთი შეთანხმდნენ, ყველა სადავო საკითხი, რომლებიც შეიძლებოდა წარმოქმნილიყო მათ შორის, შემრიგებლური პროცედურის გზით გადაეჭრათ, გარდა ისეთებისა, რომლებიც შედიოდნენ უშუალოდ ერთ-ერთი მხარის კომპეტენციაში ან ეხებოდნენ რომელიმე მათგანის სუვერენიტეტს. განსაკუთრებული მუხლები (4-21) ითვალისწინებდა კონსულტაციებს მესამე სახელმწიფოს მიერ ერთ-ერთ მხარეზე თავდასხმის შემთხვევაში და შემრიგებლური პროცედურის წესებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები