როზენი რომან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რომან როზენი-დან)
რომან როზენი – (რუს. Рома́н Рома́нович Ро́зен, 1847-1922), რუსი დიპლომატი.
1877-79 ასრულებდა იაპონიაში რუსეთის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობას;
1886-89 შესაბამისი დავალებით იმყოფება აშშ-ში.
1890-95 – რუსეთის დესპანი მექსიკაში;
1895-97 – რუსეთის დესპანი სერბეთში,
1897-99 – რუსეთის დესპანი იაპონიაში:
1898 ხელი მოაწერა როზენ-ნისის ოქმს;
1899 – რუსეთის დესპანი ბავარიაში. შემდეგ საბერძნეთში.
1902 იგი კელავ იაპონიაში იგზავნება, როგორც რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი.
რუსეთ-იაპონიის ომის დროს კი ინიშნება ელჩად აშშ-ში,
1905 მონაწილეობდა პორტსმუთის სამშვიდობო მოლაპარაკებაში,
1917 ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ემიგრაციაში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.