როზენ-ნისის ოქმი 1898

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

როზენ-ნისის ოქმი 1898 – ხელმოწერილ იქნა ტოკიოში 13(25).IV იაპონიაში რუსეთის წარმომადგენლის რ. რ. როზენისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბარონ ნისის მიერ. ეს დოკუმენტი წარმოადგენდა 1896 ლობანოე-იამაგატას ოქმის ერთგვარ დამატებას.

1898 იაპონიის მთავრობა შეეცადა, რუსეთის მთავრობისაგან მიეღო კორეაში თავისუფლად მოქმედების ნებართვა. სანაცვლოდ იაპონია ცნობდა რუსეთის „საგანგებო ინტერესებს“ მანჯურიაში. იაპონიის მთავრობის ამგვარი წინადადება რუსეთის მთავრობის მიერ უარყოფილ იქნა, რადგან ეს გაართულებდა ურთიერთობას ბრიტანეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საბოლოოდ, რუსეთ-იაპონიის მოლაპარაკება დასრულდა ერთგვარი კომპრომისით, რომელიც აისახა კიდეც აღნიშნულ ოქმში. შეთანხმების თანახმად, რუსეთმა და იაპონიამ აღიარეს კორეის სრული დამოუკიდებლობა. მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, არ ჩარეულიყვნენ კორეის საშინაო საქმეებში. ამასთანავე, მხარეებს მხოლოდ ერთმანეთთან კონსულტაციებისა და შეთანხმების შემთხვევაში ეძლეოდა ნება, დახმარებოდნენ კორეას სამხედრო ინსტრუქტორებისა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებით. რუსეთის მხარეს ხელი არ უნდა შეეშალა იაპინია-კორეის სავაჭრო-სამრეწველო ურთიერთობებისათვის. მიღწეული კომპრომისით არც რუსეთის და არც იაპონიის მთავრობა არ იყო კმაყოფილი და ამიტომ 1900 რუსეთის მხარის ინიციატივით კვლავ განახლდა რუსეთ-იაპონიის მოლაპარაკება. მაგრამ ფორმალურად 1898 ოქმი ძალაში იყო რუსეთ-იაპონიის ომამდე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები