რიცხვი შებრუნებული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რიცხვი შებრუნებული – რიცხვი, რომელიც მოცემულ რიცხვზე გამრავლებისას გვაძლევს ერთს. მაგალითად: a (a≠0) რიცხვის შებრუნებული არის 1/a; პირიქით: 1/a რიცხვის შებრუნებული არის a რიცხვი (a≠0). ამიტომ a და 1/ a რიცხვებს ეწოდება ურთიერთშებრუნებული რიცხვები. ურთიერთშებრუნებული დადებითი რიცხვები დაკავშირებულნი არიან დამოკიდებულებით:
- a + 1/ a ≥ 2 (a>0).