რიცხვი ტრანსცენდენტური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რიცხვი ტრანსცენდენტური – რიცხვი, რომელიც არ არის ალგებრული რიცხვი, ე. ი. რიცხვი, რომელიც არ შეიძლება იყოს არც ერთი მთელ კოეფიციენტებიანი მრავალწევრის ფესვი. ტრანსცენდენტური რიცხვების მაგალითებია π და e რიცხვები.
ტრანსცენდენტური რიცხვების არსებობა პირველად ჟ. ლიუვილმა დაადგინა (1844).