რიტმი (პოეზია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რიტმი – ფართო მნიშვნელობით თანაზომიერი ერთეულების კანონზომიერი განმეორება. თუ ისტორიულ თანმიმდევრობას დავიცავთ, ხალხური პოეზიიდან, შექმნის თვალსაზრისით, პირველ რიგში შრომის ლექსები და სიმღერები უნდა გამოეყოთ. ეს ლექსები ადამიანის სამეურნეო მოქმედების დროს წარმოიშობა და მასვე ასახავს. შრომის თიქმის ყველა პროცესს თავისი რიტმი გააჩნია რიტმი და რიტმული მოპრაობა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც, ერთის მხრიე, ხელს უწყობდა შრომის ჩვევად გადაქცევას, ხოლო, მეორე მხრივ, აკავშირებდა მოქმედებას ხმასთან. სიტყვასთან. ლექსი შრომის დროს შეთანხმებულია მოძრაობის რიტმთან.
გ. ბარნოვი
ლიტერატურა
მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ. სიტყვ. ისტორია, 1956, გვ. 225;