რიო-დე-ჟანეიროს თათბირი 1942

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიო-დე-ჟანეიროს თათბირი 1942 – (ამერიკელ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების მე-3 საკონსულტაციო თათბირი), ჩატარდა 15-18.I. მოიწვიეს აშშ-ისა და ჩილეს ინიციატივით იაპონიის მიერ აშშ-ზე თავდასხმის შემდეგ შექმნილი მდგომარეობის და მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის ჩაბმის საკითხთა განსახილველად. თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ აშშ-ისა და ყველა ლათინოამერიკული სახელმწიფოს წარმომადგენლები. თათბირმა რეკომენდაცია მისცა ყველა ამერიკულ სახელმწიფოს, გაეწყვიტათ დიპლომატიური, სავაჭრო და ფინანსური ურთიერთობები იაპონიასთან. გერმანიასთას და იტალიასთან, ასევე მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან (თათბირის დამთავრების შემდეგ მხოლოდ არგენტინას და ჩილეს არ გაუწყვეტიათ კავშირი ამ სახელმწიფოებთან). კონტინენტის ერთობლივი თავდაცვის ღონისძიებათა შემუშავებისათვის შეიქმნა თავდაცვის ამერიკათაშორისო საბჭო, რომელიც შემდგომში შეუერთდა ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის ორგანოებს. ნაციზმთან ბრძოლის მიზნით თათბირზე შეიქმნა ასევე ე.წ. პოლიტიკური თავდაცვის საგანგებო-საკონსულტაციო კომიტეტი. თათბირზე ხელი მოაწერეს ასევე ოქმს პერუ-ეკვადორის სასაზღვრო კონფლიქტის მოწესრიგების საკითხთა შესახებ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები