რიმანის ინტეგრალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიმანის ინტეგრალი – ჩვეულებრივი ინტეგრალი, რომლის არსებობის აუცილებელი და საკმარისი პირობა პირველად ბ. რიმანმა მოგვცა (1853 წ-ს, გამოქვეყნდა 1867 წ-ს). ეს პირობა თანამედროვე ტერმინებით შემდეგნაირად გამოისახება:

1. ინტერვალი, რომელზედაც განსაზღვრულია ფუნქცია, სასრულია;
2. ფუნქცია მასზე შემოსაზღვრულია;
3. ფუნქციის წყვეტის წერტილთა ლებეგის სიმრავლის ზომა არის ნული.

რიმანის ინტეგრალის განსაზღვრება ფაქტობრივად ო. კოშიმ მოგვცა (1823), მაგრამ იგი რიმანის ინტეგრალს იყენებდა უწყვეტი ფუნქციებისათვის.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები