რთული ფუნქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რთული ფუნქციაფუნქცია ფუნქციიდან. თუ z არის y -ის ფუნქცია, ე. ი. z= f (y), ხოლო, თავის მხრივ, y არის x-ის ფუნქცია, ე. ი. y=φ(x), მაშინ z იქნება x ცვლადის რთული ფუნქცია, ე.ი. z=f[φ(x)]. x ცვლადს ეწოდება რთული ფუნქციის არგუმენტი, ხოლო y-ს – შუალედური პარამეტრი. მაგალითად, თუ z=y2, ხოლო y=sinx, მაშინ z=sin2x. რთული ფუნქციის წარმოებული უდრის მოცემული ფუნქციის წარმოებული შუალედური არგუმენტით გამრავლებული შუალედური არგუმენტის წარმოებულზე დამოუკიდებელი არგუმენტით. მაგალითად,

Rtul005.png

ეს წესი ვრცელდება ორი, სამი და ა. შ. შუალედური ცვლადებისთვისაც.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები