რეჩიტატივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეჩიტატივი – (იტალ. recitativo, recitare – დეკლამირება, < ლათ. recito – წარმოვთქვამ ხმამაღლა), ვოკალური მუსიკის სახეობა, რომელიც უახლოვდება სასიმღერო დეკლამაციას; ეფუძნება მეტყველების ემოციურად შეფერილ ინტონაციებს, ხმის აწევ-დაწევას, აქცენტებს, პაუზებს (და ა.შ.). მისი დამკვიდრება უკავშირდება საოპერო ხელოვნების წარმოშობას (მე-16-17 სს. მიჯნაზე). ოპერების გარდა რეჩიტატივს მიმართავენ სხვა ვოკალური ჟანრებიც (კანტატა, ორატორია). დრამატულ თეატრში ხშირად გამოიყენება ჰიპერბოლის ან პაროდირების მიზნით.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები