რეტორსია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეტორსია – (ლათ. retorsio – უკუქმედება), ერთი სახელმწიფოს მოქმედება მეორე სახელმწიფოს უსამართლო, არამეგობრული მოქმედების საპასუხოდ. რეტორსია არ არის დაკავშირებული შეიარაღებული ძალების გამოყენებასთან და მისი ნიშანია არამეგობრული მოქმედების შეწყვეტა, რაც შეიძლება გამოიხატოს მორალური ან მატერიალური ზიანის მიყენებაში და მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან აცილებაში. რეტორსია შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს (სხვა სახელმწიფოში საქონლის შესყიდვის შემცირება, მისი მოქალაქეებისათვის თავის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, ელჩის გაწვევა არამეგობრული განცხადების საპასუხოდ და ა.შ.). რეტორსია შეიძლება არ იყოს სხვა სახელმწიფოს არამეგობრული მოქმედების ანალოგიური, მაგრამ სიმძიმის ხარისხით ამ მოქმედებით მიყენებული ზიანის თანაზომიერი უნდა იყოს, ე.ი. რეტორსია პროპორციულობის პრინციპს ეფუძნება. თანამედროვე საერთაშორისო სამართალში რეტორსია გამოიყენება მას შემდეგ, რაც ამოიწურება დავის გადაწყვეტის უფრო მსუბუქი ფორმები.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები