რესტიტუცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რესტიტუცია (ლათ. restitutio – აღდგენა)

1. საერთაშორისო სამართალში – მთელი იმ ქონების, კულტურული და სხვა ფასეულობების დაბრუნება, რომლებიც მეომარმა სახელმწიფომ მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან უკანონოდ ამოიღო და გაიტანა. იმ ფასეულობების რესტიტუციის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, რომლებიც გაიტანეს, დასაშვებია, მორიგების საფუძველზე, მსგავსი და ტოლფასი საგნების გადაცემა. რესტიტუციას ექვემდებარება ქონება, რომელიც აღმოაჩნდა როგორც მეომარ სახელმწიფოს, ისე ნებისმიერ მესამე მხარეს. პრაქტიკულად, რესტიტუცია (განსაკუთრებით – ხელოვნების ნაწარმოებების) მრავალი წლის მანძილზე ჭიანურდება ხოლმე.

2. გარიგების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულებით მიღებული ფულისა და საქონლის ურთიერთ დაბრუნება იმ შემთხვევაში, როცა გარიგება მიჩნეულია ბათილად. თუ საქონლის დაბრუნება ნატურალური სახით შეუძლებელია, მაშინ მისი დაბრუნება ფულადი სახით ხორციელდება. თუ აღმოჩნდება, რომ გარიგების კანონიერების დარღვევაში დამნაშავე ერთ-ერთი მხარეა, რესტიტუცია ცალმხრივი ხდება, ე.ი. სახსრების დაბრუნებას მხოლოდ დამნაშავე მხარე ახორციელებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები