რეპრესალია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეპრესალია (ლათ. represalie – შეკვრა) – საერთაშორისო სამართალში – ერთი სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიება მეორის არამართლზომიერი მოქმედების საპასუხოდ, ამ მოქმედების შეწყვეტის და ზარალის ანაზღაურების მიზნით. დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს აანაზღაუროს ზარალი. რეპრესალია უნდა შეწყდეს აღნიშნული ზარალის ანაზღაურებისთანავე.