რენსიმენის მისია 1938

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რენსიმენის მისია 1938 – 1938 დიდმა ბრიტანეთმა გააგზავნა „საშუამავლო“ მისია ჩეხოსლოვაკიაში, რათა ჩეხოსლოვაკიის მთავრობას და სუდეტის გერმანულ პარტიას შორის მიეღწია შეთანსმებისათვის, ორად გაეთიშა ქვეყანა და მოემზადებინა „მიუნხენის გარიგება“.

1938 წლის აპრილში ფაშისტ-ჰენლაინელების ყრილობაზე კარლოვი-ვარში მოითხოვეს სუდეტის ოლქისათვის დამოუკიდებლობის მინიჭება. ივნისში მომზადდა სპეციალური მემორანდუმი. 1938 წლის ივლისში, საფრანგეთთან შეთანხმებით. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პრაღაში გააგზავნა სამთავრობო მისია ლორდ რენსიმენის მეთაურობით და ფაქტობრივად ხელი შეუწყო „სუდეტის პრობლემის“ ინტერნაციონალიზებას. რენსიმენი ჩეხოსლოვაკიის მთავრობას მოუწოდებდა, ივნისის მემორანდუმის საფუძველზე, როგორიც თანასწორ იურიდიულ პირთან, მოლაპარაკებები ეწარმოებინა სუდეტის გერმანელ პარტიასთან. ამასთან რენსიმენმა წარმოადგინა პროექტი ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე გერმანული და უნგრული კანტონების შექმნის შესახებ, რაც ფაშისტ-ჰენლაინელების პრეტენზიასაც კი აღემატებოდა. 7 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ ფაქტობრივად მიიღო ივნისის მემორანდუმი, მაგრამ ეს ახალი ე.წ. „პრობლემის დარეგულირების პროექტი“ ფაშისტებმა დაიწუნეს. მათი აზრით, ივნისის მემორანდუმი მხოლოდ მინიმალურ მოთხოვნებს აყენებდა. 16 სექტემბერს რენსიმენის მისიამ დატოვა ჩეხოსლოვაკია. დიდი ბრიტანეთის მთავრობისადმი რეკომენდაციებში რენსიმენი დაჟინებით მოითხოვდა სუდეტის ოლქის ჩეხოსლოვაკიისაგან ჩამოცილებას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები