რენვილის შეთანხმება 1948

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რენვილის შეთანხმება 1948 − ხელმოწერილ იქნა ჰოლანდიასა და ინდონეზიის რესპუბლიკას შორის 1948 წლის 17 იანვარს ამერიკის სამხედრო ხომალდ „რენვილზე“.

მას შემდეგ, რაც ჰოლანდიამ დაარღვია ლინგაჯატის შეთანხმება და განაახლა საომარი მოქმედებები ინდონეზიასთან, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო დადგენილება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე (1947 წლის 1 აგვისტო). საბჭოთა კავშირის და პოლონეთის მოთხოვნა ტერიტორიული სტატუს-კვოს აღდგენაზე ხმების უმრავლესობით უარყვეს (დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, ბელგია. გომინდანის ჩინეთი). შეიქმნა საინფორმაციო სამუშაო „კეთილი სამსახურის კომისია“ (3 წევრი: ბელგია – ჰოლანდიის არჩეული, ავსტრალია – ინდონეზიის არჩეული და აშშ). 8 დეკემბერს ინდონეზიისთვის მეტად მძიმე პირობებში დაიწყო საზავო მოლაპარაკება, რომელიც ითვალისწინებდა ცეცხლის შეწყვეტას და 3 კვირის ვადაში ჯარების „ვან მოკის ხაზზე“დახევას (ეს ნიშნავდა უმდიდრესი, ეკონომიკური პოტენციის მქონე რაიონების ოკუპაციის დაკანონებას, ვინაიდას ინდონეზიას რჩებოდა ცენტრალური და დასავლეთი იავა, სუმატრის შიდა მთიანი ოლქები). ხელშეკრულების სხვა პუნქტებით კომისია გააგრძელებდა მუშაობას პოლიტიკური შეთანხმების მომზადებამდე. შემცირდებოდა ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები, ინდონეზია მოეწყობოდა ფედერალური პრინციპით და შეიქმნებოდა შეერთებული შტატები, რომელიც შევიდოდა ჰოლანდია-ინდონეზიის კავშირში ნიდერლანდის მონარქიის მეთაურობით, მიუსედაეად შეთანხმებისა, ჰოლანდია კვლავ აგრძელებდა პროვოკაციულ პოლიტიკას, ინდონეზიის ტერიტორიაზე წარმოიქმნა მარიონეტული სახელმწიფოები (დასავლეთ იავაზე, კ. მადურაზე და სხვ). 1948 წლის მაისში დაიწყო მოლაპარაკება პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად, რომელიც კაბალური პირობების გამო ინდონეზიამ (სატას მთავრობა) ჩაშალა, 1948 წლის 19 დეკემბერს ჰოლანდიამ გააუქმა რენვილის შეთანხმება და წამოიწყო ახალი აგრესია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები